მიხეილ ყაველაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“ ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდნენ, ყველა მცდელობა მიმართული იყო, დაესუსტებინათ სახელმწიფო, ეს ყველაფერი აღვკვეთეთ
არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“ ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდნენ, ყველა მცდელობა მიმართული იყო, დაესუსტებინათ სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანია REAL TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყველაფერი აღკვეთა.
„რევოლუციის სცენარები ყველა ერთმანეთს ჰგავს. არასამთავრობო ორგანიზაციები და „დიფ სთეითი“ ერთი და იმავე ინსტრუქციით მოქმედებდნენ, სადაც კი მოახერხეს, რევოლუციური გზით შეცვალეს მთავრობები. ჩვენთვის ეს ცნობილი იყო. ეს არის უკვე საშუალებები, რის საშუალებას მისცემს სახელმწიფო – სად შეიძლება, რომ სახელმწიფოს სისუსტე მონახონ, ეს იქნება ჯარი, პოლიცია, საზოგადოების თუ სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ყველა მცდელობა აქეთკენ იყო მიმართული, როგორმე დაესუსტებინათ ჩვენი სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ მეთოდებს მიმართავენ, რომ შექმნან სიტუაცია, თითქოს კრიზისია, არაფერი ფუნქციონირებს, ყველა წინააღმდეგია ხელისუფლების. ეს აპრობირებული მეთოდებია. ჩვენთან ახალგაზრდები გამოიყენეს და ა.შ. უბრალოდ, ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ მათ ეს განეხორციელებინათ. მათი მცდელობები ყველა მიმართულებით იყო, მაგრამ ჩვენ მომზადებული შევხვდით ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი აღვკვეთეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.