მიხეილ სარჯველაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან და ჯანდაცვის მინისტრთან დევნილების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები განიხილა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდის შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.