მიხეილ სარჯველაძე - ყველას მიმართ მექნება თხოვნა, თავი შეიკავონ ისეთი ქცევებისგან, რომელიც მათ მოქმედ სამართალთან კონფლიქტამდე მიიყვანს
მიხეილ სარჯველაძე - ყველას მიმართ მექნება თხოვნა, თავი შეიკავონ ისეთი ქცევებისგან, რომელიც მათ მოქმედ სამართალთან კონფლიქტამდე მიიყვანს

მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარი პროტესტი 26 მაისსაც გამოხატონ, თუმცა მომხრე არ ვარ, რომ ვინმემ 26 მაისი საპროტესტოდ გამოიყენოს, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ ღირებულების გაფრთხილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, თავს უფლება მისცეს, კანონზე, სამართალზე მაღლა დააყენოს საკუთარი მოთხოვნები.

„სადაც პროტესტის გამოხატვაა, ყველას გვერდით ვიქნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხარდაჭერას იმსახურებდეს ზღვარგადასული და კანონსაწინააღმდეგო გამოხატვის ფორმა, როგორიც არ უნდა იყოს, კეთილსინდისიერი და გულწრფელი. ყველას მიმართ თხოვნა მექნება, თავი შეიკავონ ისეთი ქცევებისგან, რომელიც მათ მიიყვანთ კონფლიქტამდე მოქმედ სამართალთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე და მათ აქციას შეუერთდნენ.