მიხეილ სარჯველაძე - ყველას აქვს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, ამაზე კამათი არ შეიძლება
მიხეილ სარჯველაძე - ყველას აქვს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, ამაზე კამათი არ შეიძლება

ყველას აქვს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება, ამაზე კამათი არ შეიძლება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარის მოვალეობაა ერთმანეთის უფლებების პატივისცემა.

„ყველას აქვს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. ეს უდავოა და ამაზე კამათი არ შეიძლება. საზოგადოებაში, სამწუხაროდ, არსებობს განწყობები, გარკვეული ჯგუფები ადამიანებისა, რომელთათვისაც გამოხატვის ეს ფორმა მიუღებელია და ამას უპირისპირდებიან, ზოგიერთ შემთხვევაში  არცთუ მართლზომიერი ხერხებით. რასაკვირველია, ასეთ დროს პოლიცია დგას სადარაჯოზე, ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ასევე, უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მხარის მოვალეობაა, ერთი მხრივ, ერთმანეთის უფლებებს პატივი ვცეთ და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შევეცადოთ, ჩვენსავე საზოგადოებას გავუფრთხილდეთ იმ თვალსაზრისით, რომ ნაკლებად შევქმნათ კონფრონტაციისა და კონფლიქტის კერები“, – განაცხადა სარჯველაძემ.