მიხეილ სარჯველაძე - ყველა უნდა დავრჩეთ შეთანხმების ერთგული, რომ 20 ივნისის დღე გადაიფურცლოს
მიხეილ სარჯველაძე - ყველა უნდა დავრჩეთ შეთანხმების ერთგული, რომ 20 ივნისის დღე გადაიფურცლოს

ყველა უნდა დავრჩეთ შეთანხმების ერთგული, რომ 20 ივნისის დღე გადაიფურცლოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის იდეას არაფერი ისე ავნებს, როგორც პერსონიფიცირება.

„ამნისტიის იდეას არაფერი ისე ავნებს, როგორც პერსონიფიცირება. ჩემი სურვილი იქნებოდა, ის ფარგლები და შინაარსი დავიცვათ, რომელიც შეთანხმებით გაცხადებულია. და ჩვენი მოტივაციის მთავარი წყაროა, რომ ამნისტიის აქტი მივიღოთ. მითითებულია, რომ ვინც 20 ივნისის მოვლენებზე მსჯავრდებული თუ ბრალდებულია, მათი ამნისტირება მოხდება. ახლა ფიქრი და მსჯელობა იმაზე, რამდენად სწორი იყო ეს შეთანხმება, ან შემდგომში ხომ არ უნდა მოხდეს გადახედვა, მგონი, არ ივარგებს და უადგილოა. როგორც შეთანხმდა, რომ ეს დღე უნდა გადაიფურცლოს, მგონია, რომ ყველა ამის ერთგული უნდა დავრჩეთ და მნიშვნელოვანი დოკუმენტის ირგვლივ შემდგომი ესკალაციის მიზეზები არ უნდა შევქმნათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.