მიხეილ სარჯველაძე - წესით, ახლოს უნდა ვიყოთ მოლაპარაკებასთან ​ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მერკანტილური მოტივაცია
მიხეილ სარჯველაძე - წესით, ახლოს უნდა ვიყოთ მოლაპარაკებასთან ​ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მერკანტილური მოტივაცია

წესით, ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ მოლაპარაკებასთან ​ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს კონსტრუქციული განწყობა, რომ მოლაპარაკება შედგეს და რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა, მერკანტილური მოტივაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომდევნო შეხვედრების კონკრეტული თარიღი და ზუსტი დეტალები ან ფორმატი ჯერ უცნობია.

„მაგრამ ზოგადად, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, გარკვეული წინაპირობები აქვს იმას, რომ მომდევნო შეხვედრები გაიმართოს. შესაბამისად, იქ იქნება დისკუსია უკვე ახალშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა და ბუნებრივია, წესით და რიგით, ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ მოლაპარაკებასთან ​ოპოზიციის იმ ნაწილთან, რომელსაც შესაბამისი განწყობა შეიძლება, ჰქონდეს, კონსტრუქციული, რომ მოლაპარაკება შედგეს და ვისთვისაც ქვეყნის ინტერესი არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე სხვა, მერკანტილური მოტივაცია, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.