მიხეილ სარჯველაძე - ევროინტეგრაციის გეგმა არის როგორც შთამბეჭდავი, ასევე ამბიციურიც, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა პროგრესი თვალსაჩინო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - ევროინტეგრაციის გეგმა არის როგორც შთამბეჭდავი, ასევე ამბიციურიც, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა პროგრესი თვალსაჩინო იყოს

ევროინტეგრაციის გეგმა არის როგორც შთამბეჭდავი, ასევე ამბიციურიც, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა პროგრესი თვალსაჩინო იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა ექნება, პროცესში ჩართული იყვნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ.

„ეს თუ არ უნდათ, მიზეზს ყოველთვის იპოვნიან, მცდარს და არასწორს, მაგრამ მაინც იპოვნიან, რათა კონსტრუქციულ მონაწილეობას გაექცნენ. მათ შეუძლიათ, პროცესში მონაწილეობა, მთავარია, საკუთარ თავში ძალა აღმოაჩინონ, რომ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.