მიხეილ სარჯველაძე - ვერ მოვიწონებთ, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი სხვას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, ალბათ ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს
მიხეილ სარჯველაძე - ვერ მოვიწონებთ, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი სხვას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, ალბათ ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს

ჩვენ ვერ მოვიწონებთ, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი აიძულებს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთისთვის არის მისაღები და გასაზიარებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საბოლოო ჯამში გადაწყვეტს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს.

,,ეს ადასტურებს იმ ვარაუდებს, რომელიც გამოითქმებოდა, მათ შორის ფართო წრეებში და პოლიტიკური დისკუსიის პერიოდში, რომ არსებობს გარკვეული დესტრუქციული ნაწილი, ოპოზიციის რიგებში, რომელსაც გარკვეული გავლა აქვს შექმნილი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით და ერთგვარად ძალადობრივად არის შენარჩუნებული ის ერთიანობა, რომელიც დგას დღის წერიგში, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა რეალურად ეს არც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომები არის დაუშვებელი და ეს არის მაგალითი ტოტალიტარული მეთოდისა პოლიტიკაში, როდესაც პრაქტიკულად, ყველანაირი თავისუფალი აზრი, განსხვავებული იქნება მიუღებელი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი, როდესაც საღი და თავისუფალი აზრი იდევნება, იქნება ეს ოპოზიციაში იქნება თუ ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვერ მოვიწონებთ, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი აიძულებს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთისთვის არის მისაღები და გასაზიარებელი.

მე მაინც მწამს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, ამას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს მაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება იყოს დისკუსიები, გარკვეული კონფლიქტები ამ მიმართულებით, მაგრამ ალბათ, საბოლოო ჯამში ოპოზიციის დიდი ნაწილი მაინც გადაწყვეტს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ვინმეს აწყობს თუ არ აწყობს ოპოზიციის მხარეს, ეს ნამდვილად არის უალტერნატივო შედეგი, რომელსაც საზოგადოება და სახელმწიფო მიიღებს. გამიჭირდება კონკრეტული გვარის ან პოლიტიკური ჯგუფის დასახელება. ეს არ იქნება სწორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი აღმოჩნდება ოპოზიციის მხარეს. მე ასეთი იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.