მიხეილ სარჯველაძე - ვერ გეტყვით, რას უკავშირებს საბანაძე თანამდებობის დატოვებას, ვაკანსია უნდა შეივსოს კადრით, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას
მიხეილ სარჯველაძე - ვერ გეტყვით, რას უკავშირებს საბანაძე თანამდებობის დატოვებას, ვაკანსია უნდა შეივსოს კადრით, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნატალია საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება.

თუმცა, სარჯველაძის შეფასებით, ვაკანსია ისეთი კადრით უნდა შეივსოს, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

„დაკავშირება, მიზეზების ახსნა ალბათ გამიჭირდება. ჩემთვის ერთი რამ ცხადია, ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩნდა ვაკანსია, ნიშნავს, რომ უნდა შეივსოს ისეთი კადრით, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეს შესაძლებლობა კარგად და სწორად იქნას გამოყენებული. მე ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ევროპულ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობები უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ვერ გეტყვით რას უკავშირებს ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის უცნობია. მე პირადად ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებით გავიგე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში დაწერა.