მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ დირექტორს, ბეჰლულ უნვერს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ დირექტორს, ბეჰლულ უნვერს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორს, ბეჰლულ უნვერს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.