მიხეილ სარჯველაძე - ტრამპის წერილი ძალიან კარგი გზავნილია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობის ჩვეულ კალაპოტში ჩაყენებისთვის
მიხეილ სარჯველაძე - ტრამპის წერილი ძალიან კარგი გზავნილია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობის ჩვეულ კალაპოტში ჩაყენებისთვის

დონალდ ტრამპის წერილი ძალიან კარგი გზავნილია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობის სწორ, ჩვეულ, ტრადიციულ კალაპოტში ჩაყენებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი წინაპირობაა შექმნილი და მუშაობაა საჭირო, რისი რეალური პერსპექტივაც ჩანს.

„ძალიან კარგი გზავნილია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის, აჩენს ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობის სწორ, ჩვეულ, ტრადიციულ კალაპოტში ჩაყენებისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილები მისასალმებელია. ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ამბავია. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია, რადგან ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ქართული და უცხოური ოპოზიცია სთავაზობდა, საბედნიეროდ ქვეყნისთვის, აღმოჩნდა, რომ იყო საზოგადოებისთვის მიწოდებული ტყუილი. რას ვგულისხმობ? ალბათ თქვენც ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ვფიქრობ, ახლა კარგი წინაპირობებია შექმნილი. ამ ყველაფერს მუშაობა სჭირდება, ამის რეალური პერსპექტივა ჩანს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.