მიხეილ სარჯველაძე - სტრასბურგის სასამართლოსგან მოთხოვნილი იყო შიმშილობის შეწყვეტა, რაც ანგარიშგასაწევია, ეს კარგი იქნება თავად სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის
მიხეილ სარჯველაძე - სტრასბურგის სასამართლოსგან მოთხოვნილი იყო შიმშილობის შეწყვეტა, რაც ანგარიშგასაწევია, ეს კარგი იქნება თავად სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა ფაქტებისთვის მცდარი ინტერპრეტაციების მიცემის მცდელობაა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი ისეთი განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნილი იყო შიმშილობის შეწყვეტა, რაც ანგარიშგასაწევია.

ალბათ, ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ის, როცა ვცდილობთ, ფაქტებს მცდარი ინტერპრეტაციები მივცეთ. არ გამოვყოფ ვინმეს მეტ და ნაკლებ როლს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს აშკარად პრობლემურია. სტრასბურგის სასამართლოს განცხადება პატარა დოკუმენტია და ყველას შეუძლია, გაეცნოს, მარტივად აღქმადია. იმ ფონზე, როცა ყველა მიკროსკოპით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით სწორად, სამართლიანად, ფორმალური წესების დაცვით ხორციელდებოდეს ყველა პროცედურა, მათ შორის ის პროცედურები, რომლის მთავარი ამოცანაა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვერ მანახებთ ხელისუფლების რომელიმე განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურის გადაწყვეტილებასთან. სტრასბურგმა მოითხოვა მხარეებისგან სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც სასიხარულია და ემთხვევა იმ განწყობებს, რაც ხელისუფლებას აქვს ამ საკითხის ირგვლივ, როცა ჩვენთვის სასურველია, მეტი გამჭვირვალობა და მეტი დამკრვირვებლის არსებობა. რეალურად შეაფასებენ მდგომარეობას და იტყვიან, არსებობს თუ არა მიზეზები.

ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, რომ ამოჩიჩქნონ მათთვის ხელსაყრელი გარემოებები, და ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი უსაგნოდ ღია კარის მტვრევას ემსგავსება, როცა შიმშილობაზეა საუბარი, კატეგორიულად იყო მოთხოვნილი შიმშილობის შეწყვეტა, რაც ანგარიშგასაწევია. ეს კარგი იქნება თავად სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.