მიხეილ სარჯველაძე - სოციალური ქსელის გამტეხმა დაწერა, მედვედევმა, თუ ნებისმიერმა სხვამ, არის კატეგორიულად მიუღებელი, მავნებლური განცხადება
მიხეილ სარჯველაძე - სოციალური ქსელის გამტეხმა დაწერა, მედვედევმა, თუ ნებისმიერმა სხვამ, არის კატეგორიულად მიუღებელი, მავნებლური განცხადება

ეს განცხადება არის აბსურდული, მავნებლური და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობების კიდევ ერთი გამოვლინება. საქართველო ამას არასდროს შეეგუება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს განცხადება არის აბსურდული, მავნებლური და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი გამოვლინება აგრესიული განწყობების. საქართველო ამას არასდროს შეეგუება. ჩემთვის სულერთია, ამ განცხადების განთავსება იყო მართალი, თუ ტყუილი. როგორც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი სოციალური ქსელის გამტეხამა დაწერა, მედვედევმა, თუ ნებისმიერმა სხვამ, ეს კატეგორიულად გამორიცხული და მიუღებელი განცხადებაა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.