მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოს დღეს პოლიტიკა არ მართავს და ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა
მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოს დღეს პოლიტიკა არ მართავს და ეს იმ რეფორმების შედეგია, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა

სასამართლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან დღეს დამოუკიდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დღეს სასამართლოს პოლიტიკა არ მართავს და ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში განხორციელდა.

„სამუშაო პროცესში აუცილებელია კონსტრუქციული დამოკიდებულება, ყველას მოტივაცია და იმაზე ფიქრი, როგორ გავაუმჯობესოთ, საკანონმდებლო ჩარჩო იმ თვალსაზრისით, რომ იყოს გაცილებით მეტად შექმნილი მექანიზმები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის და გარანტიები, რასაც მოქმედი კანონმდებლობაც ადგენს. არ ღირს, ბევრი დრო დავკარგოთ პრობლემების არსებობა-არარსებობაზე საუბარზე, უნდა ვიმსჯელოთ, კანონი უფრო ეფექტური როგორ გავხადოთ. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უნდა იყოს, სასამართლო, როგორც სერვისის მიმწოდებლის სტანდარტების გაუმჯობესება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.