მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს, ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა

14:51, 22.07.2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ჯენიფერ კინგსმანს სამინისტროს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებს.

„მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ავსტრალიის პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯენიფერ კინგსმანმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ავსტრალიის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

მსგავსი