მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს კონსტიტუცია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მას სჭირდება საქმით ძალიან დიდი პატივისცემა
მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს კონსტიტუცია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მას სჭირდება საქმით ძალიან დიდი პატივისცემა

ბოლო ცვლილებების შემდეგ ჩვენი კონსტიტუცია ერთ-ერთი სამაგალითო კონსტიტუციაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს შემიძლია, სიამაყით ვთქვა, როგორც იურისტმა და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის 1995 წელს კონსტიტუციის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი და, სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი.

„ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი. საქართველოს კონსტიტუცია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ უბრალოდ მთელი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრიობის. შესაბამისად, ამას სჭირდება სიმბოლურიც და, იმავდროულად, საქმით ძალიან დიდი პატივისცემა. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდებაც და სურვილიც სამომავლოდ. შესაძლებლობით ვისარგებლებ და მთელ საქართველოს მივულოცავ ამ ღირსშესანიშნავ, მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს ისტორიისთვის. ვისურვებდი, გაცილებით დიდი იყოს საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებში აღქმა იმის, თუ რაოდენ დიდია კონსტიტუციური წესრიგის მნიშვნელობა ჩვენი სამომავლო განვითარების საქმეში“, – განაცხადა სარჯველაძემ.