მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების მიზეზი არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების მიზეზი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით არ არსებობს არგუმენტები, რის გამოც კანონში ცვლილებებს გააკრიტიკებენ.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, ვეტოს გამოყენების მიზეზი არ არსებობს.

„სიმართლე გითხრათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მომისმენია თემატური არგუმენტი, რის გამოც ის გაკრიტიკებული იქნებოდა, პირიქით, ვინც პოტენციურად კრიტიკოსების ხელში უნდა ყოფილიყვნენ მათი მხრიდან მოსმენილი გვაქვს ბევრი არგუმენტი, რომ ცალ-ცალკე მათი ჩამოყალიბება იქნებოდა გამართლებული. პრეტენზიები გამოითქმოდა უპირატესად ორი საკითხის ირგვლივ, ეს გახლავთ, პროცედურულად დაჩქარებულ ტემპში განხილვა, მეორე საკითხი იყო აპარატის თანამშრომლების გათავისუფლება. რაც შეეხება დაჩქარებულ განხილვას, არ მგონია, რომ პროცედურულად დაჩქარება რამენაირად ავნებდა დისკუსიების სიღრმეს. დისკუსიები განხილვების პროცესში აქტიური, სრულფასოვანი იყო და მგონია, რომ ვეტოს გამოყენების მიზეზი ამ შემთხევაში არ არსებობს, რადგან ობიექტურად და შინაარსობრივად ვფიქრობ, რომ ორ ორგანიზმად ამ დაწესებულების ჩამოყალიბება მეტად იძლევა გარკვეულ შესაძლებლობებს. პრეზიდენტს მოუწევს იმის შემოწმება, რამდენად შეიძლება დამაზიანებელი ყოფილიყო დისკუსიების ნაკლებობა, ამ კუთხით სასაყვედურო ნამდვილად არაფერია დისკუსიების ავკარგიანობაზე ნამდვილად არ მოუხდენია გავლენა პროცესის დაჩქარებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.