მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პატიმრის უფლებების დაცვაზე, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ
მიხეილ სარჯველაძე - სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პატიმრის უფლებების დაცვაზე, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ

სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პატიმრის უფლებების დაცვაზე, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ნებისმიერი უფლება დაცული უნდა იყოს იმ მაღალი სტანდარტით, რასაც კანონმდებლობა აწესებს.

„მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ნებისმიერი უფლება დაცული უნდა იყოს იმ მაღალი სტანდარტით, რასაც კანონმდებლობა აწესებს. საქართველოს ხელისუფლებას და იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, ვინც პასუხისმგებელია პატიმრის უფლებების დაცვაზე, ამაზე მოწოდება არ სჭირდებათ – ისინი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ. თუ ვინმეს ამ მიმართულებით აქვს ეჭვები ან შემჩნეული აქვს რაიმე უფლების დარღვევის ნიშნები, ამაზე სრულფასოვანი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდოს და რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დარჩება, ყველაფერი იქნება ცხადი. რასაც თვალს ვადევნებთ, უფლებების დარღვევას ადგილი არ აქვს. ოპოზიციის ვარაუდები უსაფუძვლოა საერთაშორისო სანქციების გამოყენების თაობაზე. სანქციაზე ბევრი წელია, ოპოზიცია საუბრობს, მაგრამ აქამდე საქმე არასდროს მისულა, რადგან ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.