მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს

პროცესები წარიმართება იმგვარად, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და პატიმრის უფლება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი პატიმრის ნების გათვალისწინებით მოხდება.

„უშუალოდ ექიმებთან გაიმართა შეხვედრა და შექმნილი ჯგუფი გაეცნო მდგომარეობას, რისკს, მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს და საჭიროებებს, რაც პატიმრის უფლებების დასაცავად შეიძლება იყოს აუცილებელი. ისეთი შემთხვევისთვის შემუშავდა გეგმა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მათ შორის განიხილება, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, როგორი იქნება მოქმედებები, რა შემთხვევაში, როგორ და რა წესით განხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი პატიმრის ნების გათვალისწინებით მოხდება.

პროცესები წარიმართება იმგვარად, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და პატიმრის უფლება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, საჭიროებებიდან გამომდინარე, პატიმარს რელევანტური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მედიკოსებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, სრულად იქნება შესრულებული.

დატოვე კომენტარი