მიხეილ სარჯველაძე - თავისი ილუზორული გაგებით, სააკაშვილმა არათუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ევროკავშირიც მისი შექმნილია
მიხეილ სარჯველაძე - თავისი ილუზორული გაგებით, სააკაშვილმა არათუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა, ევროკავშირიც მისი შექმნილია

სააკაშვილი თუ ფიქრობს, რომ ბუტაფორიული რეფორმები შეუძლია და ქვეყნის ბევრი წარუმატებლობა, რასაც მის დროს ჰქონდა ადგილი, ევროპისკენ წარმატებულ სვლად უნდა ჩაითვალოს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, იმ ციხეებით, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, საქართველოს ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდა.

„სააკაშვილის ხმამაღალი განცხადებები ან ხუმრობად უნდა გავიგოთ ან თუ არ ხუმრობს, ჩვენ ხუმრობით უნდა ვუპასუხოთ. ყველამ კარგად იცის, ვინ რა გააკეთა საქართველოში ევროპული მიმართულებით. სააკაშვილი თუ ფიქრობს, რომ ბუტაფორიული რეფორმები შეუძლია და ქვეყნის ბევრი წარუმატებლობა, რასაც მის დროს ჰქონდა ადგილი, ევროპისკენ წარმატებულ სვლად უნდა ჩაითვალოს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. საქართველოში კარგად ხვდებიან, რომ იმ ციხეებით, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა და სახელმწიფო მმართველობის რეპრესიული აპარატით ჩვენ ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდით. ადამიანის უფლებების იმ მდგომარეობით, რომელიც საქართველოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. მეტიც, ვერც ვიზა ლიბერალიზაციას მივიღებდით და ვერც ასოცირების შეთანხმებას გავაფორმებდით. სააკაშვილმა არათუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა – ევროკავშირიც მისი შექმნილია თავისი ილუზორული გაგებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.