მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება ალბათ გათვლილია, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის განცხადება ალბათ გათვლილია, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ალბათ გათვლილია, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ადამიანებს სკლეროზი თუ არ აწუხებთ, ემახსოვრებათ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები არ ვრცელდებოდა.

„მგონი, ფარულ ჩანაწერებზე ფილმები კეთდებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფი ბევრი ადამიანი დაკვირვების ობიექტი იყო. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, არ ვიცი. 2012 წელს კასრებში შეგროვებული მასალები გახსოვთ? „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გამოქვეყნებული კადრები გახსოვთ, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო გადაღებული? – ახლა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება ალბათ იმაზეა გათვლილი, რომ ვინმეს მართლა სკლეროზი დაემართა და არ ახსოვს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

დატოვე კომენტარი