მიხეილ სარჯველაძე - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება
მიხეილ სარჯველაძე - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვადამდელ არჩევნებს კონკრეტული წინაპირობები აქვს განსაზღვრული.

„მსგავსი წინაპირობები არ არსებობს და არც მოსალოდნელია, რომ გაჩნდება შესაბამისი ვადის დადგომამდე. წინაპირობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, როდის შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა სარჯველაძემ.