მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტი თუ დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ოპოზიციის ვერსიები არ არის მართებული, შესაბამისად, ვეტო გამოყენებული არ იქნება
მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტი თუ დაინტერესდება ჩვენი პოზიციით, იოლად მიხვდება, რომ ოპოზიციის ვერსიები არ არის მართებული, შესაბამისად, ვეტო გამოყენებული არ იქნება

არ მგონია, ამ შემთხვევაში ვეტოსთვის საფუძველი არსებობს. თუ დისკუსია გაიმართება ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პრეზიდენტი თუ დაინტერესდება ჩვენი პოზიციით იოლად მიხვდება, რომ ის ვერსიები, რაც გამოითქმება ოპოზიციის მხრიდან, არ არის მართებული და შესაბამისად, ვეტო გამოყენებული არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვეტო პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაა.

„შესაბამისად, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და დაველოდოთ, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამის თაობაზე ჩვენი არგუმენტების შესახებ ვისაუბროთ. წინასწარ ამ თემებზე საუბარი არ ღირს. ჩვენი პოზიცია და განწყობაა, რომ ეს არის სწორი კანონპროექტები. ალბათ, პირველად საფიქრალი ესაა, თუმცა უნდა ვნახოთ, თუ ვეტო იქნება, ასეთ შემთხვევაში, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი არგუმენტაციაც, უნდა ვნახოთ არგუმენტაცია როგორია, რაც ოპოზიციამ ამ დრომდე წარმოადგინა არგუმენტები. ჩემი აზრით, ეს არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო საიმისოდ, რომ ჩვენ მხარი არ დაგვეჭირა ამ კანონპროექტისთვის. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი ინტერესია იმ ვნებათაღელვის გათვალისწინებით, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. ოპოზიციური პარტიები გამოთქვამდნენ ვარაუდებს, რომ ეს უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება, რაშიც ჩვენ არ ვეთანხმებით. შესაბამისად, ეს ინტერესი არსებობს და ჯანსაღი პროცესია, როდესაც ხდება ამ საკითხების შესწავლა, დაკვირვება და გარკვეული მოსაზრებების გათვალისწინება. განხილვების პროცესში და პლენარულ სხდომაზეც ითქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებებზე ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, სადაც შესაძლებლობას ვნახავთ, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობაა, ასე ვართ შეთანხმებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.