მიხეილ სარჯველაძე - პავილიონისის განცხადება წააგავს საქართველოში ავანტიურისტული პარტიების პათოსს, რომლისთვისაც წარმატება არ არის სასიხარულო, თუ ამ წარმატების ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დგას
მიხეილ სარჯველაძე - პავილიონისის განცხადება წააგავს საქართველოში ავანტიურისტული პარტიების პათოსს, რომლისთვისაც წარმატება არ არის სასიხარულო, თუ ამ წარმატების ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დგას

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ძალიან წააგავს პათოსს, რომელიც აქვს საქართველოში ავანტიურისტულ პოლიტიკურ პარტიებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პავილიონისი აღნიშნავს: „დღესდღეობით ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე უკრაინასთან“.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება ძალიან წააგავს პათოსს, რომელიც აქვს საქართველოში ავანტიურისტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლისთვისაც საქართველოს წარმატება არ არის სასიხარულო ამბავი, თუ ავანგარდში ამ წარმატებისა არ დგას, „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც ჩანს, ბატონი ჟიგიმანტასიც ტყვეობაშია ასეთი განწყობების და დამოკიდებულებების. ალბათ, ერთადერთი ამით აიხსნება ასეთი მიდგომა“,- განაცხადა სარჯველაძემ.