მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატურ 2-ს, ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატურ 2-ს, ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური

მიხეილ სააკაშვილს დაკარგული აქვს რეალობის განცდა და იმის შეგრძნება, როგორია რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებები და მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, გასაგებია, რომ სააკაშვილისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს.

„ოპოზიციური სუპერგაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატურ 2-ს. არასერიოზულად ჟღერს, როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს. ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური – ეს ფანჩატური იყო სიმბოლო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

„პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.