მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის პრობლემაა, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტრატეგია, ხედვა, იქცნენ უპრინციპო ადამიანებად
ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის მიზეზებს, რომ არ აიღოს პასუხისმგებლობა, არ ჩაერთოს პროცესში და ამას ისევ ბოიკოტი გამოუცხადოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, 12 პუნქტის შესრულება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით დააყენოს ინიციატივა.
„ოპოზიციის პრობლემაა, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული რაღაცა სტრატეგია, ხედვა, პრინციპი, ისენი იქცნენ უპრინციპო ადამიანებად, რასაც ითხოვდნენ და დღეს ის კეთდება, ამას როგორ უნდა გაემიჯნონ და მხარი არ დაუჭირონ? ამაშია პრობლემა, საკუთარი უპრინციპობის ხაზგასასმელად უწევთ ხელოვნურად მცდარია არგუმენტების მოყვანა და იმის არგუმენტირება, რომ აი, ბოიკოტი ახსნილია ამა და ამ გარემოებით. როგორც ამ ზაფხულში აკეთებდნენ. ატყუებდნენ საზოგადოებას და ეუბნებოდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი არ არის ფორმალური პროცედურაო. ხელოვნურად ცდილობენ მოიფიქრონ რამენაირად ისეთი რამ, რითაც ხელი შეეშლება ამ პუნქტების შესრულებას. მათთვის რეალურად 12 პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანი რომ იყოს, როდესაც კონკრეტული ინიციატივაა წარდგენილი, რომელიც ასრულებს იმ 12 პუნქტიდან ერთ-ერთს, ასეთ დროს უპირობოდ უნდა ეთანხმებოდნენ ამას, თუმცა ისინი ამას არ ეთანხმებიან, ეძებენ მიზეზს, რის გამოც შეიძლება, ჩაშალონ პროცესი. ეს არი მკაფიო დემონსტრირება, რომ ეს არის ხალხი, რომელიც მიუხედავად მათი დეკლარირებული პოზიციებისა, ცდილობენ, 12 პუნქტის შესრულებს ხელი შეუშალონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.