მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას იმიტომ შევთავაზეთ, დაასახელონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომ რომელიმე კანდიდატზე ჩვენი დათანხმება 90-ხმიან მხარდაჭერას შექმნის
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას იმიტომ შევთავაზეთ, დაასახელონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომ რომელიმე კანდიდატზე ჩვენი დათანხმება 90-ხმიან მხარდაჭერას შექმნის

ვფიქრობ, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 ხმის შეგროვება მიღწევადია, მათ შორის იმ კონსულტაციების შედეგად, რომლებიც მომავალში გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

„როცა ოპოზიცია სპეკულაციურ განცხადებებს აკეთებს, ჰკითხეთ, რამდენად შეიძლება, იყოს საკმარისი „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისი იმისთვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს? ამას ხომ ყველა ხვდება, რომ ეს აბსოლუტურად სპეკულაციაა? „ქართულ ოცნებას“ ხმების ეს რაოდენობა არ აქვს. რეალურად, ჩვენ ოპოზიციას იმიტომ შევთავაზეთ, დაასახელონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომ რომელიმე კანდიდატზე ჩვენი დათანხმება 90-ხმიან მხარდაჭერას შექმნის. ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გულისხმობდა. სამწუხაროდ, როცა ასეთი სპეკულაციები გვესმის, ამ ხალხს უნდა, პროცესი დესტრუქციულად წარიმართოს და შედეგი ვერ იყოს მიღწეული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.