მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას არ სურს, რომ მოლაპარაკება შედგეს, ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და თავადვე უშლის ხელს ამ ადამიანის გათავისუფლებას
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას არ სურს, რომ მოლაპარაკება შედგეს, ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და თავადვე უშლის ხელს ამ ადამიანის გათავისუფლებას

მთავარია სასამართლომ ეს საქმე სრულფასოვნად განიხილოს და ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიიღოს. ის, რაც ნამდვილ მართლმსაჯულებას შეეფერება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნიკა მელიას საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.

რაც შეეხება მცდელობებს, რომ პოლიტიზირება მოხდეს და ამით დამძიმდეს ის ამოცანები, რაც ზოგადად სისხლის სამართლებრივ პროცედურებს გააჩნია, ვფიქრობ, ამისთვის საფუძველი და მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. მთავარია, რომ მართლმსაჯულება სრულფასოვნად განხორციელდეს, რათა როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საქმეზე არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს. სამწუხაროდ, ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არ სურს, რომ შედგეს მოლაპარაკება ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და რეალურად თავადვე ხელს უშლის ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომ ხელოვნურად შექმნილი პატიმრობა გამოყენებული იყოს დესტრუქციული მოტივებით, მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების და მისი ჩაშლის თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.