მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის პასუხად პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე უფრო დახვეწილი ვერაფერი მოიფიქრა, ეს განცხადებები დარჩება განცხადებებად
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის პასუხად პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე უფრო დახვეწილი ვერაფერი მოიფიქრა, ეს განცხადებები დარჩება განცხადებებად

ვფიქრობ, ოპოზიცია თვითონაც კარგად ხვდება, რომ მაინცდამაინც დიდი არგუმენტაცია პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს არ შეიძლება ჰქონდეს, არც სამართლებრივი, მათ შორის არც პოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციამ პრემიერის იმპიჩმენტზე უფრო კორექტული და დახვეწილი რეალურად ვერაფერი მოიფიქრა.

„პრემიერის იმპიჩმენტს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თვითონაც კარგად ხვდება ოპოზიცია, რომ მაინცდამაინც დიდი არგუმენტაცია ამას არ შეიძლება ჰქონდეს, არც სამართლებრივი, მათ შორის არც პოლიტიკური. თუმცა რაღაც პასუხის ფორმა უნდა მისცემოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების წამოწყებაზე, რაღაც საპასუხო უნდა გაკეთებულიყო და როგორც ჩანს, ამაზე უფრო კორექტული და დახვეწილი რეალურად ვერც ვერაფერი მოიფიქრეს და შესაბამისად, დარჩება ეს განცხადებები განცხადებების ამარა“, – განაცხადა სარჯველაძემ.