მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის განცხადება, რომ გვარამიას რომელიმე ბრალდება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ცოტა შორს მიმავალია, ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებას, ვიდრე სამართლებრივს
მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის განცხადება, რომ გვარამიას რომელიმე ბრალდება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ცოტა შორს მიმავალია, ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებას, ვიდრე სამართლებრივს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის განცხადება მეტად არის პოლიტიკური შეფასება, ვიდრე სამართლებრივი.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ნინო ლომჯარიას განცხადება ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

„ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ომბუდსმენის განცხადება იმის თაობაზე, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, ეს ცოტა შორს მიმავალია. არ მგონია, რომ ეს რელევანტური იყოს და უფრო მეტად ასეთი სახის განცხადებები პოლიტიკური მიკერძოებოთ შეიძლება აიხსნას, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია. მკაფიო კრიტერიუმები არ არის, როდის უნდა შეიწყალოს და როდის არა, პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რა მიზეზიც არის დასახელებული, რომ შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები. ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებას, ვიდრე სამართლებრივს, არადა, ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება სჭირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.