მიხეილ სარჯველაძე - ნინო ბურჯანაძის მოსაზრება არის მცდარი, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს
მიხეილ სარჯველაძე - ნინო ბურჯანაძის მოსაზრება არის მცდარი, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადება რუსეთთან დაკავშირებით, მცდარი მოსაზრებაა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნულ მოსაზრებას არსებობის უფლება არ აქვს.

„სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ უკიდურესად ვიწრო უნდა იყოს ხედვის არეალი და მასშტაბი იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი დასკვნა გულწრფელად გააკეთოს. თუ სხვა რაიმე მოტივია, ამის შეფასება გამიჭირდება. ეს არის მცდარი მოსაზრება და ჩემი აზრით, მას არსებობის უფლება არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.