მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება სერიოზული არ არის, გადასახადი უნდა დავუწესოთ მათ შორის ეთნიკურად საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა?
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება სერიოზული არ არის, გადასახადი უნდა დავუწესოთ მათ შორის ეთნიკურად საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა?

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ, არასერიოზულს უწოდებს.

„ეს წინადადება სერიოზული არ არის. კარგად რომ დაფიქრდნენ და არ იჩქარონ ასეთი განცხადებების გაკეთება, მიხვდებიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია მათივე პოზიციის. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უნდა დავუწესოთ გადასახადი მათ შორის ეთნიკურად საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში დაბადებულს, რომელიც არის ქართველი, ისევე როგორც ჩვენ ვართ და შეიძლება, მიღებული აქვს რუსეთის მოქალაქეობა. რას ლაპარაკობენ მერე ასეთ დროს?“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ.