მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრს საუბრობდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეძლებდნენ პრობლემების შექმნას, დამზადებული ყუმბარები ხელში აუფეთქდათ
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრს საუბრობდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეძლებდნენ პრობლემების შექმნას, დამზადებული ყუმბარები ხელში აუფეთქდათ

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრს საუბრობდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეძლებდნენ სერიოზული პრობლემების შექმნას, აქა-იქ ვიღაც საუბრობდა საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე, როგორც ჩანს, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად მწვავედ განიცდიან კრახს, საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკით, რომ აღარ დარჩა რესურსი, პარტიაში არსებული პრობლემები შენიღბონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბევრს საუბრობდა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შეძლებდნენ სერიოზული პრობლემების შექმნას, აქა-იქ ვიღაც საუბრობდა საბოტაჟზე, ცხელ შემოდგომაზე და ა.შ. როგორც ჩანს, დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს. იმდენად მწვავედ განიცდიან კრახს და მარცხს საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკით, ფაქტია, რომ რეალურად აღარ დარჩათ რესურსი საიმისოდ, რომ შენიღბონ პარტიაში არსებული პრობლემები. რა შედეგებიც დგება „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, არის კანონზომიერი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური რეზულტატი და მარცხი, ფიასკოთი დასასრული იმ პარტიის, რომელიც საქართველოში „შემოქმედია“ ბევრი მანკიერი პროცესის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.