მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, დეოლიგარქიზაციის ის კანონპროექტი წარმოადგინოს, რომელიც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, დეოლიგარქიზაციის ის კანონპროექტი წარმოადგინოს, რომელიც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, დეოლიგარქიზაციის ის კანონპროექტი წარმოადგინოს, რომელიც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია, რადგან სამართლებრივად გაუმართავი და დაუხვეწავია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით ქვეყანამ ნაბიჯები არ გადადგას. როგორც ჩანს, მათი საზრუნავია, დეოლიგარქიზაციის პუნქტი არ შესრულდეს. მათ მიერ მომზადებული ცვლილებები როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად გაუმართლებელია.

არავის ეგონოს, თითქოს ეს კანონპროექტი რაიმე პრობლემას შეუქმნის ბიძინა ივანიშვილს. რეალურად, კანონპროექტი აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ შეამსუბუქონ მოსალოდნელი წნეხი და სირთულეები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონის შესაბამისად, ოლიგარქად იქნებიან აღიარებული. ლევან ბეჟაშვილმა კარგად იცის, რომ ეს კანონპროექტი სამართლებრივი ნონსენსია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.