მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა
მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი არის ჭიქაში ქარიშხლის მოწყობის წარუმატებელი მცდელობა.

როგორც ჟურნალიტებს სარჯველაძემ განუცხადა, მიმართვა, რათა დაცული იყოს უფლება, რომლის ხელყოფის არავითარი რისკი არ არსებობს და ამაზე საუბარი ფაქტების დონეზე შეიძლება, ასეთ პირობებში, ეს მიმართვა სპეკულაცია.

„სპეკულაციები, რომელიც მიმდინარეობს საპატიმრო უფლების დაცვასთან დაკავშირებით, არის უსაგნო კამათი და დისკუსია. სააკაშვილის მიმართ დაცული და გარანტირებული იქნება სამედიცინო მომსახურება, საფრთხეებზე ხელოვნურად საუბარი გამართლებული არ არის. თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ კერძო კლინიკაში მომსახურება არის პატიმრის სურვილზე დამოკიდებული, ეს სწორი არ არის. გადაწყვეტილების მიღება კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება, როგორ წარიმართოს პროცესი. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ჯანმრთელობის მიმართულებით არსებობს, კონკრეტული პატიმრის შემთხვევაში, შეძლებენ, რომ დაიცვან ყველა სტანდარტი და უზრუნველყოფილი იყოს ყველა სერვისის მიწოდება. თუ ამ მიმართულებით რაიმე საკამათოა, ვიკამათოთ, მაგრამ ამ ნაწილში არაფერია მსგავსი”, – აცხადებს დეპუტატი.

სარჯველაძის თქმით, პენიტენციალურ დაწესებულებაში აპარატურის რაღაც ნაწილი არსებობს, რომელიც აუცილებელია სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურად მართვისთვის.

„რაც შეეხება CATE-ს და ა.შ. რომელიც კვლევითი ფუნქციებით გამოსაყენებელია, რომელიც ურგენტულ, სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურ უზრუნველყოფას არ გულისხმობს, ეს არის თუ არ არის, ეს არ არის ურგენტულად გამოსაყენებელი. კონსილიუმი ამბობს, რომ ასეთი სერვისი შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება არც დასჭირდეს, მაგრამ სერვისების მობილიზება, რომელიც აუცილებელია, ეს გახლავთ ისეთი აპარატურა, ისეთი მედიკამენტები, ისეთი პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ვითარების უცბად, რადიკალურად გაუარესების შემთხვევაში, რომ ადგილზე მობილიზებული იყოს ისეთი რესურსი, რომ სასიცოცხლო პარამეტრების ხელოვნურად მართვა იყოს შესაძლებელი. მთავარია, დაწესებულებას ჰქონდეს შესაძლებლობა ურგენტულად გასაცემი მომსახურება იყოს მიწოდებული”, – აცხადებს სარჯველაძე.