მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იმაშია, რომ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება
მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იმაშია, რომ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება, რისიც არავის ეშინია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება.

„ამისთვის ანგარიშის გაწევა უკვე აღარავის აღარ აინტერესებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იმაშია, რომ დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება, ან საერთოდ არ აქვს, ან შეიძლება ყოველთვის მცდარი შეხედულება ჰქონდა. მას ისეთი განცდა არ უნდა ჰქონდეს, რაც 2002 წელს არსებობდა, ან თუნდაც 2012 წელს იყო. ის მეთოდები, რითაც ხელისუფლებისთვის ბრძოლას ახერხებდა, დღეს უკვე წარმოუდგენელია.

არეულობისკენ, ანტიკონსტიტუციური ხერხებისკენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას პერსპექტივა არ გააჩნია. როცა ძალაუფლების ხელში აღების წყურვილით შეპყრობილი ადამიანი ხედავს, რომ ის გამარჯვებას სამართლიანი წესებით ვერ შეძლებს, ის უშვებს და თავს უფლებას აძლევს, არაკეთილსინდისიერი მეთოდები გამოიყენოს, რისი მცდელობაც ამ შემთხვევაში არის“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.