მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარლამენტიდან გამოყვანაზე მუქარა მიუღებელია
მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარლამენტიდან გამოყვანაზე მუქარა მიუღებელია

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ ეკითხება, ვინ კანონიერად და ვინ უკანონოდ შევიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან“.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარლამენტიდან გამოყვანაზე მუქარა დაუშვებელი და მიუღებელია.

„ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება გაფორმდა დღეს. შესაბამისად, ეს ის არის, რაც იქნება ქართული პოლიტიკის რეალობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, რა არის მიხეილ სააკაშვილის მოტივი, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამის ახსნა გაუჭირდება.

„ეს ყველაფერი ძალიან ძნელად პროგნოზირებადი და ასახსნელია. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს კატეგორიულად მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.