მიხეილ სარჯველაძე - მანიფესტის მთავარი ფუნქცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა გაეფორმებინათ, ვინც წაიკითხა, კარგად ხვდება, რომ მთავარი იყო ერთი პირის ხელმოწერა, თორემ ტექსტი არაფრის მთქმელია
მიხეილ სარჯველაძე - მანიფესტის მთავარი ფუნქცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა გაეფორმებინათ, ვინც წაიკითხა, კარგად ხვდება, რომ მთავარი იყო ერთი პირის ხელმოწერა, თორემ ტექსტი არაფრის მთქმელია

მანიფესტის ტექსტი ვინც წაიკითხა, კარგად ხვდება, რომ მთავარი იყო ერთი პირის ხელმოწერა, თორემ შიგნით ტექსტი არაფრის მთქმელი და წყალია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მანიფესტის მთავარი ფუნქცია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ნგრევა გაეფორმებინათ.

„ეს ნგრევა გამოიხატება იმაში, რომ გარკვეული ნაწილები ერთობლივად მუშაობას და ერთი პოლიტიკური სახით არსებობას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ეს ნგრევა რაღაცამ უნდა გააფორმოს. ხვდებიან, რომ ეს პროცესი მათთვისაც საზიანოა და დიდი ხანი გაგრძელდა. აქედან გამომდინარე, შეეცადნენ, რაღაც პროცესები დაეჩქარებინათ და მიეღწიათ ისეთ გადაწყვეტილებამდე, როცა განხეთქილება თუ ნგრევა გაფორმდება და შესაძლებლობა ექნებათ, სუფთა ფურცლიდან რაღაც დაიწყონ, ოღონდ სუფთა ფურცლიდან გაცილებით ნაკლები რესურსებით, ვიდრე დღეს გააჩნიათ. ეს არის მანიფესტის ირგვლივ მოცემულობა, რადგან ვინც ტექსტი წაიკითხა, კარგად ხვდება, რომ იქ მთავარი იყო ხელმოწერა ერთი პირის მიერ, თორემ შიგნით ტექსტი არაფრის მთქმელია და წყალია“, – განაცხადა სარჯველაძემ.