მიხეილ სარჯველაძე - ლოგიკური იქნებოდა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისას დისკუსია, კონსულტაციები თუ იქნებოდა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა
მიხეილ სარჯველაძე - ლოგიკური იქნებოდა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისას დისკუსია, კონსულტაციები თუ იქნებოდა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარდგენას წინ არ უძღოდა კონსულტაციები და დისკუსია.

მისივე თქმით, ეს კარგი პრაქტიკა არ არის.

„ალბათ ამ კანდიდატურებზე მსჯელობა ნაადრევია იმ ფონზე, რომ მთავარი კითხვები უკავშირდება კანდიდატების წარდგენის ფორმას, როცა ამას წინასწარ კონსულტაციები არ უძღოდა. ლოგიკური იქნებოდა, თუ კანდიდატების წარდგენისას დისკუსია და კონსულტაციები იქნებოდა. ალბათ პროცესის ასე წარმართვა ნორმალური იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. კარგი პრაქტიკა არ არის, როცა ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პოლიტიკა მაღალი დონით შემოდის. ამის დადასტურებაა ის გარემოება, რომ კანდიდატებზე კონსულტაციები  არ ყოფილა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა.