მიხეილ სარჯველაძე - კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი დაბალანსებულია
მიხეილ სარჯველაძე - კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი დაბალანსებულია

იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტი დაბალანსებული სახით ჩამოყალიბდა, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემთხევაში წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან 1995 წლის კონსტიტუციის შესაბამის ნორმებს ბევრად უკეთ არეგულირებს.

“რაც ყველაზე მთავრია, ეს არის დაბალანსებული ვარიანტი 1995 წლის კონსტიტუციის ნორმებთან შედარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვთვლით, რომ ეს იქნება კარგი საწინდარი, წარმატებით იქნას მიღებული ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა თუნდაც ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ვიზალიბერალიზაციის პროცესში ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების პროგრესისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.