მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლების მხრიდან დადასტურდა მზადყოფნა, მოლაპარაკებებში არათუ უბრალოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციის დიდ ნაწილზე
მიხეილ სარჯველაძე - ხელისუფლების მხრიდან დადასტურდა მზადყოფნა, მოლაპარაკებებში არათუ უბრალოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციის დიდ ნაწილზე

გვაქვს სიმულაცია მიზეზებისა, რაც თითქოსდა აბრკოლებს მოლაპარაკებებში ჩართულობას, ეს ააშკარავებს ოპოზიციის დიდი ნაწილის არაკეთილგანწყობას ზოგადად მოლაპარაკებებთან მიმართებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. არ შეიძლება, ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები მიიღებოდეს სხვა ფორმებით, გარდა მოლაპარაკებებისა, ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესთან მიმართებით სხვადასხვა მხარის განწყობას, ვფიქრობთ, ხელისუფლების მხრიდან დადასტურდა საკუთარი რეალური მზადყოფნა, მოლაპარაკებებში არათუ უბრალოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ შედეგზე იყოს ორიენტირებული, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ოპოზიციის დიდ ნაწილზე. ბოლოს ჩვენ ვიხილეთ არაერთი ულტიმატუმი. სხვათა შორის, ულტიმატუმთა შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდებოდა ერთ-ერთი პირის სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებას, პატიმრობისგან გათავისუფლებას და ამ შემთხვევაში ეს ულტიმატუმიც, ვფიქრობ, ზოგადად ულტიმატუმია მიუღებელი მოლაპარაკებების დაწყების წინ, ეს ერთი და მეორე, რომ თუ ეს მართლაც წინაღობაა მოლაპარაკებებისთვის, მათ თავად ხელეწიფებათ, ეს წინაღობა თავადვე მოხსნან, რადგან სინამდვილეში გვაქვს სიმულაცია იმ მიზეზებისა, რაც თითქოსდა აბრკოლებს მათი მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულობას. ეს არ არის ასე ვთქვათ დასაჯერებელი და შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს უბრალოდ ააშკარავებს ოპოზიციის დიდი ნაწილის არაკეთილგანწყობას ზოგადად მოლაპარაკებებთან მიმართებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.