მიხეილ სარჯველაძე - კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობდეს
მიხეილ სარჯველაძე - კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არსებობდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს.

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი არ მაქვს. საკმაოდ კარგად ვიცნობ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და არ მგონია, ამ თვალსაზრისით, რიგგარეშე არჩევნების რაიმე წინაპირობა არსებობდეს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლოდინს, არც ამ შემთხვევაში მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვადამდელი არჩევნების საჭიროება დადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.