მიხეილ სარჯველაძე - კაპანაძის განცხადება მცდელობაა, ადრე დაშვებული არა უბრალოდ შეცდომა, არამედ მავნებლური საქციელი აიხსნას, ისე წარმოაჩინონ, თითქოს არცთუ დიდი ტრაგედიაა
მიხეილ სარჯველაძე - კაპანაძის განცხადება მცდელობაა, ადრე დაშვებული არა უბრალოდ შეცდომა, არამედ მავნებლური საქციელი აიხსნას, ისე წარმოაჩინონ, თითქოს არცთუ დიდი ტრაგედიაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის განცხადება არის მცდელობა, ადრე დაშვებული არა უბრალოდ შეცდომა, არამედ მავნებლური საქციელი ისე წარმოაჩინონ, თითქოს არცთუ დიდი ტრაგედია მომხდარა.

„სერგი კაპანაძის განცხადება ბევრი თვალსაზრისით ცუდია. მათ შორის, დავიწყებ უზრდელობიდან და დავამთავრებ არაკვალიფიციურობით, არაკომპეტენტურობით. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, ადრე დაშვებული არა უბრალოდ შეცდომა, არამედ მავნებლური საქციელი აიხსნას და ისე წარმოჩინდეს, თითქოს არცთუ დიდი ტრაგედიაა, რაც ჩაიდინეს. რეალურად, ამ მცდელობასთან გვაქვს საქმე. სრულიად უმაქნისია ახლა გაკეთებული განცხადებები იმის გადასაფარად, რომ ეს არის ხალხი, შემოსილი იმ მანტიით, რომელსაც ჰქვია ანტისაოკუპაციო ქმედებები, მაგრამ რეალურად, თავიანთი ქმედებებით ამას არ ემსახურებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში თუნდაც ის გავლენები, რომელიც რუსული პოლიტიკიდან მომდინარეობს, უფრო ძლიერი იყოს. საუბედუროდ, ეს არის რეალობა და ჩვენი ვალია, გამოაშკარავდეს და ქმედითი ღონისძიებები გატარდეს, რათა ზიანი, რომელიც შესაძლოა, ასეთი ქმედებებიდან მომდინარეობდეს, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

დატოვე კომენტარი