მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს, კაილა ლაზერსონს შეხვდა.

მხარეებმა ჯანდაცვის სექტორში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდება.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.