მიხეილ სარჯველაძე - იმისათვის, რომ უკანონობები და დესტრუქციულობა შეინიღბოს, ამას მშვიდობიან რევოლუციას ან ლეგიტიმურ რევოლუციას არქმევენ, რაც მცდარი ლოგიკაა
მიხეილ სარჯველაძე - იმისათვის, რომ უკანონობები და დესტრუქციულობა შეინიღბოს, ამას მშვიდობიან რევოლუციას ან ლეგიტიმურ რევოლუციას არქმევენ, რაც მცდარი ლოგიკაა

ბევრმა ფაქტორმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ის დარღვევები, რომელზედაც აპელირება ხდებოდა მისი მასშტაბიც შეფასდა. ითქვა, რომ ეს იმ დონის და იმ მასშტაბის დარღვევები არ არის, რომელსაც შეეძლო გავლენა ექონია საბოლოო რეზულტატზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს რევოლუციებსა და დესტრუქციულობაზე, ამასთან დაკავშირებით სარჯველაძე ამბობს, რომ ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკოსი ამომრჩევლის დაბნევას, რაც სწორი არ არის.

„ამ ყველაფერთან დათანხმება ჩემი პოზიციებიდან გამომდინარე, გამორიცხულია. იმთავითვე საფუძველშივე მცდარი ლოგიკა უდევს მთელ შემდგომ მსჯელობასაც. პირველი პრინციპი, ამ შემთხვევაში მთავარი თეზა შემდგომი მსჯელობისთვის რაც არის, თავდაპირველად ოპოზიცია რასაც იძახდა, არჩევნები გაყალბდა ამას ჩავეძიოთ და გავარკვიოთ. შემდეგ თუ ამაზე ვერ შევთანხმდით და არ გაირკვა, რომ არჩევნები გაყალბდა, რაღა აზრი აქვს მთელ შემდგომ მსჯელობას და რაღაც ჰიპოთეტურ დაშვებებს. აღარავითარი აზრი არ აქვს. ბევრმა ფაქტორმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ის დარღვევები, რომელზედაც აპელირება ხდებოდა მისი მასშტაბიც შეფასდა. ითქვა, რომ ეს იმ დონის და იმ მასშტაბის დარღვევები არ არის, რომელსაც შეეძლო გავლენა ექონია საბოლოო რეზულტატზე.

რაც შეეხება განცხადებებს რევოლუციებზე, მშვიდობის არ არსებობაზე, დესტრუქციულობაზე და ა.შ. მესმის, დესტრუქციულობას ეს სახელი უნდა დაარქვან, რადგან უკანონობები და დესტრუქციულობა შეინიღბოს, ამას მშვიდობიან რევოლუციას ან ლეგიტიმურ რევოლუციას არქმევენ. ეს რა თქმა უნდა, ისევ მცდარი ლოგიკაა და საზოგადოება არასწორი გზით მიჰყავთ. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ვნახოთ, რომ პოლიტიკოსი ცდილობს ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს და დააბნიოს ამომრჩეველი. ეს სწორი არ არის. კატეგორიულად გამოვრიცხავ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე: როგორ შეაფასებთ ოპოზიციის განცხადებებს, რომ მოლაპარაკებებს მმართველი გუნდი აფერხებს“, სარჯველაძის აზრით, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციის ნაწილს თავად არ აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება შედგეს.

„დაბრალებას, თითქოს ჩვენ მილაპარაკებისკენ არ ვართ, ამომრჩეველიც კარგად ხვდება და ჩვენი საზოგადოებაც კარგად აღიქვამს, რეალურად ვის ინტერესში არის, ვის ინტერესში არ არის და ამ მიმართულებით განწყობა როგორია. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მოლაპარაკებების დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების განწყობა. განწყობა, რომ რეალურად აღიარონ ვგულისხმობ, სათანადო ადგილი მიუჩინონ იმას, რაც არის სიმართლე. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერი დასკვნები რომ იყოს გამოტანილი გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით არგუმენტი აღარ რჩება. წინაპირობა იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, სახელდება არა ის, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ ის, რომ პოლიტიკური კრიზისს ხელოვნურად ქმნიან. მეჩვენება, რომ შექმნილ ვითარებაში სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც ოპოზიციის ნაწილს სურვილი არ აქვს, მოლაპარაკება რეალურად შედგეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.