მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, საქართველო ლიეტუვასთან კეთილპარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებს და ცალკეული ინციდენტები ამაზე გავლენას არ იქონიებს
მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, საქართველო ლიეტუვასთან კეთილპარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებს და ცალკეული ინციდენტები ამაზე გავლენას არ იქონიებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც ლიეტუვაა, საქართველო შეძლებს, მუდმივად შეინარჩუნოს ის კეთილპარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, რომელიც გვაქვს, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედამის განცხადება.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ  ცალკეული ინციდენტები ამ კუთხით გავლენას არ იქონიებს და საქართველოსა და ლიეტუვას შორის ურთიერთობები არ დაზიანდება.

„მგონია, ცალკეული ინციდენტები ამ თვალსაზრისით არ იქონიებს დიდ გავლენას. შესაბამისად, ამით საბოლოოდ არ დაზიანდება ის ურთიერთობები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.