მიხეილ სარჯველაძე - გირაოთი პატიმრობის შენაცვლება ვერ იქნება განხილული, როგორც „ამნისტიის კანონის“ ალტერნატივა
მიხეილ სარჯველაძე - გირაოთი პატიმრობის შენაცვლება ვერ იქნება განხილული, როგორც „ამნისტიის კანონის“ ალტერნატივა

ის ეტაპი, რომელზეც ახლა გვაქვს საუბარი, ეს ეხება გირაოს და პატიმრობის შენაცვლებას, ვფიქრობ, ვერ იქნება განხილული, როგორც ალტერნატივა ამნისტიის კანონისა. ამნისტიის კანონპროექტი ამისგან დამოუკიდებელია და პრაქტიკულად, უკვე იმ სტადიას არეგულირებს, როდესაც გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს სასამართლომ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას პასუხობს.

„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები პარლამეტში შემოსული ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის ამნისტიასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად ასეა. ორი კანონპროექტია ინიცირებული, ჩვენ ვთვლით, რომ სწორია ის პოზიცია, რომელიც ასახულია და გადმოცემულია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტში, ვინაიდან ეს ყველაზე მეტად ახლოსაა იმ შინაარსთან და იმ პრინციპებთან, რომელსაც აერთიანებს შარლ მიშელის დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პათოსის მიხედვით ვიმსჯელოთ და ნუ გავხსნით ხელახლა დისკუსიებს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება პირიქით, საწინააღმდეგო იყოს იმ იდეისა, რასაც ამ შემთხვევაში გვთავაზობს 19 აპრილს მიღწეული დიდი პოლიტიკირი შეთანხმება“, – განაცხადა სარჯველაძემ.