მიხეილ სარჯველაძე - გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ ​მაქარაშვილი ან ვინმე სხვა გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი? 
მიხეილ სარჯველაძე - გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ ​მაქარაშვილი ან ვინმე სხვა გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი? 

გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალი, გამოხატონ პოზიცია – საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, ვინც ამას გულწრფელად და კეთილსინდისიერად ახორციელებს. მაგრამ რასაკვირველია, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.

მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები – ამაზეა საუბარი. გავიგე, ეს არის მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!“, – განაცხადა სარჯველაძემ.