მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიასა და ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაზე.

განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოება. მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს მოსახლეობის ფონდს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.