მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის, მოქალაქეობის არმქონე პირების საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

„განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

მინისტრის განცხადებით, დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.